თელავში კომპანია „სამეფო“, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში სასტუმროს გახნის. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 278 020 ლარს შეადგენს. სასტუმროში, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, 39 ადამიანი დასაქმდება.
კომპანია „სამეფო“ პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში კომპანიის საპროცენტო განაკვეთის უმეტეს ნაწილს, მეწარმეობის განვითარების სააგენტო თანადაფინანსების სახით დაფარავს.
მოცემული ეტაპისათვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 18 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით 400-ზე მეტ ოთახს შექმნის, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.