თბილისის აეროპორტიდან მექსიკის მიმართულებით ფრენების დაწყება იგეგმება.
თბილისი-სტამბოლი-მეხიკოს მიმართულებით რეისებს კომპანია „თურქეთის ავიახაზები“ განახორციელებს.
თუმცა, კომპანიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ დეტალებს, თუ როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს მეხიკოს მიმართულებით ფრენა ან რა ეღირება ბილეთი.
"თურქეთის ავიახაზებმა" ახალი მიმართულებების დამატება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გასული წლის დეკემბერში თბილისის აეროპორტიდან კუბას, ჰავანას მიმართულებითაც დაიწყო ფრენები. რაც შეეხება ავიაბილეთის ღირებულებას ჰავანაში, ბილეთის ფასი ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში 3 235 ლარი, ხოლო ოფისში ყიდვისას 3 337 ლარია.