მომგებიანი ბიზნეს იდეები ზაფხულისთვის

ზაფხულამდე ჯერ კიდევ 3 თვეა დარჩენილი, თუმცა თუ წელიწადის ცხელ სეზონზე ბიზნესის წამოწყების სურვილი გაქვთ, მაშინ მომზადება უკვე უნდა დაიწყოთ.

სწორედ ამიტომ, დღეს vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ იმ საზაფხულო ბიზნეს საქმიანობებზე, რომლებსაც კარგი მოგება მოაქვთ და განსაკუთრებულ კაპიტალს არ საჭიროებენ.

საზაფხულო ბიზნესისთვის საუკეთესო იდეად ითვლება საოჯახო სასტუმროს გაკეთება. თუ გაქვთ ქალაქგარეთ სახლი, რომელიც ტურისტებისა და შვებულებისთვის ოთახის ან სახლის დაქირავების მსურველი ადგილობრივებისთვის საინტერესო იქნება, მაშინ დროა ამ სახლის საზაფხულოდ მომზადებაზე დაფიქრდეთ.

სახლებზე საუბარს აგარაკების დალაგების სერვისით გავაგრძელებთ. შეგიძლიათ გახსნათ სააგენტო, რომელიც აგარაკების დასუფთავებაზე იზრუნებს. მოგეხსენებათ ქალაქგარეთ მდებარე სახლების დიდი ნაწილი ხშირად თვეობით არის დაკეტილი და მეპატრონეებს მხოლოდ ზაფხულში ახსენდებათ. მტვრით სავსე აგარაკის დალაგება არავის ეხალისება და სწორედ ამიტომ თქვენ კლიენტების ნაკლებობის საფრთხე არ გელით.

საზაფხულო ბიზნესითვის კარგი იდეაა ერთდღიანი ტურების ორგანიზება. იდეალური ვარიანტი იქნება ველოტური საინტერესო მარშუტით.

ველოსიპედის თემას გავაგრძელებთ მეოთხე ბიზნეს იდეაშიც, რადგან ზაფხულში შეგიძლიათ კვადროციკლებისა და ველოსიპედების გაქირავება დაიწყოთ.

ყიდვა-გაყიდვის ბიზნესებს შორის, ზაფხულში მომგებიანი იქნება ისეთი მოწყობილობებითა და ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობა, რომლებიც კოღოებისგან იცავს ადამიანებს.

კოღოებთან ერთად ზაფხულში ადამიანს სიცხეც აწუხებს, ამიტომ კარგი იქნება ნაყინის ბიზნესში ჩართვა.

ზაფხული პარკებსა და ბაღებში აქტიური სეირნობის პერიოდია, ამიტომ ამ სეზონზე მომგებიანი იქნება მსგავს ადგილებში ფასტ-ფუდით, ყავით, ლუდით, ცივი სასმელებითა და ტკბილეულით ვაჭრობა.

მომგებიანი და საინტერესო გახლავთ საზაფხულო კაფეც, რადგან წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე, როდესაც დღის ხანგრძლივობაც გაზრდილია, გრილ და სასიამოვნო გარემოში საღამოების გატარება ქალაქელებისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ზაფხულში ტურისტების რაოდენობა მატულობს, ამიტომ განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება ისეთი აქსესუარები, რომლებიც სამახსოვროდ მიაქვთ ტურისტებს იმ ქვეყნებიდან რომლებიც მოინახულეს.

ზაფხულში ბავშვებს არდადეგები აქვთ, მშობლები კი ისევ სამსახურში არიან, ამიტომ კარგი იქნება საზაფხულო ბანაკის ან საბავშვო სასტუმროს გაკეთება.

სამოგზაუროდ წასულ ოჯახებს ხშირად ექმნებათ შინაური ცხოველის ტრანსპორტირების პრობლემა, ამიტომ კარგი იქნება თუ ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩენილ ადამიანებს, მათი ოთხფეხა მეგობრების დროებით დატოვებისა და მოვლის სერვისს შესთავაზებთ.

და ბოლოს, ზაფხული ზღვის სეზონია, თითქმის ყველა ჩვენგანი, მინიმუმ ერთხელ მაინც სტუმრობს პლიაჟს, ამიტომ საზღვაო ინვენტარით ვაჭრობის შემთხვევაში წაგებული ნამდვილად არ დარჩებით.

აქვე შეგახსენებთ, მცირე ფინანსური პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშულება გახლავთ ონლაინ სესხები. მათ შორის საუკეთესო ალტერნატივას კი საერთაშორისო გამოცდილების მქონე, ლიდერი კომპანია Vivus ge წარმოადგენს.

სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://www.vivus.ge/

(R)