თებერვალში მოსკოვში გამართულ "Prod-Expo 2017"-ზე, რომელიც რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სასმელებისა და პროდუქტების გამოფენაა, ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანია "შილდას" კუთხემ, თავისი ორიგინალური გაფორმებით, დიდი ყურადღება მიიქცია. ამ ქართული კომპანიის პროდუქციით ღვინის ბევრი მოყვარული და დისტრიბუტორი დაინტერესდა.
"შილდამ" ასევე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართა სამომავლო გეგმებზე ცნობილ რესტორნებთან Novikovgroup და Ginza Project. "შილდას" კუთხეს ბევრი დაინტერესებული კომპანია ესტუმრა. იხილეთ გაგრძელება