ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილებისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.