აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის პოსტზე 79 წლის მილიარდერი, უილბურ როსი დაამტკიცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის ამ კანდიდატურას მხარი 72-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 27 წავიდა.
ჟურნალ ”ფორბსის” ინფორმაციით, უილბურ როსის ქონება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მილიარდერმა ეს თანხა გაკოტრებული კომპანიების აქტივების შეძენით, მისი რესტრუქტურიზაციით და შემდეგ მომგებიანად გაყიდვით დააგროვა.