ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციით ხასიათდება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, დღეს მოქმედი ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5494 ლარია.
თუმცა, ვალუტის გადამცვლელ ზოგიერთ ჯიხურში მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2.47 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა 2.40 ლარად შეუძლია.