ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, დღეს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა.
”მოთხოვნამ შეადგინა 105 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.550%-ით, მაქსიმალური 7.850%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.788%-ით განისაზღვრა”, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.