"სითი-პარკი" - პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

”სითი-პარკი” პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას , - ასე გამოეხმაურა კომპანია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოქალაქე გიგი ტუღუში დაკისრებული 11 000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმისგან გათავისუფლდა.

გიგი ტუღუშს ”სითი-პრაკმა” 60 ჯარიმა ერთდროულად ჩააბარა, რომლის საერთო ღირებულება 11 000 ლარს აღემატებოდა. თითქმის 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ტუღუშმა კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ გამოიტანა ტუღუშის სასარგებლო გადაწყვეტილება. მოსარჩელის თქმით, მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლოში სამი ადვოკატით იბრძოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, დაჯარიმებულ მძღოლს ჯარიმა სრულად გაუნულდა.