ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4828 ლარი გახდა

პირველი მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4828 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 6.66 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2 მარტისთვის 2.6176 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7016 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 8.40 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 2 მარტისთვის 0.6834 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7064 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 2.30 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 2 მარტისთვის 3.0732 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.1712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 9.80 შეადგინა.