მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი შოკოლადები

ჟურნალმა Time-მა 13 ყველაზე გავლენიანი შოკოლადის რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში მოხვდნენ ის შოკოლადები, რომლებმაც გავლენა საკონდიტრო ინდუსტრიასა და ზოგადად, მსოფლიოზე მოახდინეს.

მაშ ასე, პირველი ადგილი Kit Kat -ის ბატონს ერგო. ტკბილეულს პირველი ადგილი მარკეტინგულმა კამპანიამ მოუტანა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა. როგორც Time აღნიშნავს, Kit Kat-მა შეძლო და შოკოლადის მოთხოვნილება სოციალურ ქმედებად აქცია. სარეკლამო რგოლის თანახმად, შეფუთვაში მოთავსებულია შოკოლადის ორი ბატონი და ისმის მოწოდება, რომ ერთ-ერთი მათგანი მეგობარს გაუზიარო.

bpn მეორე ადგილს რძიანი შოკოლადის ფილა  Hershey's Milk Chocolate იკავებს. ბრენდის შემქმნელმა ამერიკელებს მე-20 საუკუნის დასაწყისში შოკოლადის მოხმარება "ასწავლა". გარდა ამისა, ის პოპულარიზაციას სწორედ რძიან შოკოლადს უწევდა.bpn

სამეულს შვეიცარული, სამკუთხა ფორმის შოკოლადი Toblerone ასრულებს. ის 1908 წელს გაჩნდა. ამჟამად Toblerone მსოფლიოს საკონდიტრო ინდუსტრიის გიგანტად მიიჩნევა.

bpnმეოთხე ადგილი Nestle Milk Chocolate-ს ერგო. აღსანიშნავია, რომ  თანამედროვე შოკოლადის ფილა Nestle-ს გამოგონებაა - კომპანიამ მწარე შოკოლადს რძის ფხვნილი დაუმატა.

bpn

მეხუთე პოზიციაზე Snickers-ია. ჟურნალი აღნიშნავს, რომ შოკოლადმა ვერ შეძლო საკონდიტრო დარგის კარდინალურად შეცვლა, თუმცა მან რეკორდი დაამყარა გაყიდვებში. 2012 წელს Snickers-ის გაყიდვებმა 3.5 მლრდ დოლარს მიაღწია. 

bpnსიაში მომდევნო Chicken Dinner-ია. ამ დასახელების შოკოლადის წარმოება ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეწყდა, მაგრამ სწორედ Chicken Dinner უწევდა პოპულარიზაციას დანამატების მქონე შოკოლადის  კვებით ღირებულებას.

bpn

მეშვიდე პოზიცია დაიკავა Grenade Chocolate-მა. მის მიღწევად იქცა შოკოლადის ფილების წარმოების დაბრუნება განვითარებული ქვეყნებიდან იმ რეგიონებში, სადაც კაკაო ბუნებრივად იზრდება. კომპანია 1999 წელს დაფუძნდა.  

bpnმერვე ადგილი ერგო"ხელნაკეთ" შოკოლადს Scharffen Berger-ს. Time-მა ამ შოკოლადზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ ჟურნალის აზრით, კომპანია მიხვდა მომხმარებლის მოთხოვნილებების ცვლილებას და წარმოება შეცვალა - უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი მიაწოდა თავის მომხმარებელს.

bpn

მეცხრე ადგილი Cadbury Milk Chocolate-ის ბატონს ეკუთვნის, რომელმაც ბრიტანული საკონდიტრო კომპანია  Cadbury-ს პოპულარობა გაზარდა.

bpnმეათე პოზიციაზე  ჟურნალმა Nestle Crunch-ის ბატონი დაასახელა. ის 1937 წელს გაჩნდა და პირველი შოკოლადი იყო, რომელშიც ჰაეროვანი ბრინჯის ფანტელების დაამატეს. შოკოლადში ბრინჯის შერევამ მისი გაიაფებაც გამოიწვია.

bpnმომდევნო ადგილზეა Baby Ruth - ის 1921 წელს გამოუშვეს და გარდა სახელწოდებისა, შოკოლადი პოპულარულობასაც ბეისბოლის ვარსკვლავს, ბეიბ რუთს (Babe Ruth)  უნდა უმადლოდეს, თუმცა თავად რუთს საწარმოსგან არანაირი სარგებელი არ მიუღია.

bpnმეთორმეტე პოზიციას Time-ის ვერსიით, Milky Way იკავებს.  შოკოლადის ბატონი 1923 წელს შეიქმნა და მასობრივი წარმოების შოკოლადი, რომელსაც საფუძვლად დაედო უკვე არსებული - რძის კოქტეილის (milkshake) დესერტი.

bpnრეიტინგს Wonka Bar ასრულებს. შოკოლადი მასობრივ წარმოებაში მას შემდეგ ჩაეშვა, რაც წიგნსა და ფილმს - "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" წარმატება ხვდა წილად.