2017 წლის თებერვალში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,7%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,5% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: - ფასები 1,7%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6,7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,7%), ხილი და ყურძენი (2,5 %), ზეთი და ცხიმი (1,8 %), აგრეთვე ყავა, ჩაი და კაკაო (1,7 %). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0,7 %).
3,5 %-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფში, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,48% შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5,0 %), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0,6 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: - ამ ჯგუფში ფასები 5,1 %-ით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,4 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0,9 %).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 17,4 %-ით გაიზარდა და ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26,3%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,3 %);
მოცემულ პერიოდში ფასების 5,5 %-იანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (14,2%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,4 %) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6,3 %). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,2 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები 16,3 %-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (35,1 პროცენტი).