სომხეთს საქართველოსთან აფხაზეთის რკინიგზის ვარიანტი არ განუხილავს ზემო ლარსის ალტერნატივად. „პანარმენიან.ნეტ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარან კარაპეტიანმა განაცხადა.
„აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განხილულა. განიხილებოდა სხვა ალტერნატიული ვარიანტები. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება მოიძებნება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას. „მოლაპარაკებათა ეტაპზე ვიმყოფებით“ , - აღნიშნა კარაპეტიანმა.
გამოცემის ინფორმაციით, 24 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს ალტერნატიული საავტომობილო გზის შესახებ.
”თუკი გაინტერესებთ, იქნება თუ არა ლარსის ალტერნატივა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დიახ, იქნება. დანარჩენზე - შემდეგ. ფრჩხილებს ჯერ არ გავხსნი”, - განუცხადა კარაპეტიანმა ჟურნალისტებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე საუბარი არ ყოფილა.