,,ეკოფუდში“ შემოსავლების სამსახური შევიდა

რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია ”ეკო-ფუდს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოწმებს.

როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წერილის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა კომპანიაში ინვენტარიზაცია განახორციელა და ამ ეტაპზე დასკვნაზე მუშაობს.

bpn შეეცადა ”ეკო-ფუდის” დამფუძნებელს, ლევან ალავიძეს დაკავშირებოდა. როგორც ალავიძემ სააგენტოს განუცხადა, ამ დროისათვის ის საქართველოში არ იმყოფება, თბილისში 25 თებერვალს დაბრუნდება, შესაბამისად, კომენტარსაც მაშინ გააკეთებს.