როგორ გამოიყურება და ვის ეკუთვნის 16 მილიონ დოლარზე მეტად შეფასებული სახლი?

მილიარდერი ვილბურ როსი, რომელიც გასულ თვეში აშშ-ის ვაჭრობის მინისტრად დაინიშნა, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ცხოვრობს.

businessinsider -ის ცნობით, მისი პენტჰაუზის ღირებულება დაახლოებით, 16,5 მილიონი დოლარია.

სახლი მოიცავს ოთხ საძინებელს, რამდენიმე სააბაზანოს, 1 800 კვ ფუტზე მეტი სივრცის ტერასას და ა.შ.

შესასვლელი გაფორმებულია ხელოვნების ნიმუშებით. ცნობისთვის, როსის კოლექცია Forbes-მა სულ მცირე, 150 მილიონ დოლარად შეაფასა. 

სახლში ასევე არის თანამედროვე სამზარეულო ორმაგი მაცივრით, ღვინის ქულერით და დიდი სასადილო ოთახი, რომელიც 30 სტუმარს იტევს. ასევე საკმაოდ დიდია მთავარი საძინებელი და მთავარი სააბაზანო და ბიბლიოთეკა, რომელიც ტერასაზე გადის.

ამერიკელი ინვესტორი და პოლიტიკოსი ვილბურ როსი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს მილიარდერთა სიაში დაასახელა. გამოცემის ცნობით, როსის ქონება დაახლოებით, 2.5 მილიარდი დოლარია.

იხილეთ ფოტოგალერეა