კომპანია „მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გელა ბარკალაიას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გელა ბარკალაია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება) და 157-ე მუხლით(პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) არის დაკავებული.