S&P: უკრაინა დეფოლტის საფრთხის წინაშეა

უკრაინა დეფოლტის რისკის წინაშე დგას, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო მწვავდება.

ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-ი აცხადებს. სააგენტომ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი უკვე შეამცირა CCC+ -დან CCC- - მდე. ეს მაჩვენებელი რვა საფეხურით ჩამორჩება საინვესტიციო რეიტინგს.

სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზი ნეგატიურია. Standard & Poor's არ გამორიცხავს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა ვერ შეძლებს ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალების მომსახურებას.

”ბერკუტსა” და ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში 77-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

“ახლა უკვე გვჯერა, რომ სავარაუდოდ, უკრაინას დეფოლტი ემუქრება, რამდენადაც არ შეინიშნება მნიშნველოვანი დადებითი ცვლილებები გარემოებებში,” - ნათქვამია S&P-ის ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ განცხადებაში.

ამასობაში ევროკავშირის მთავრობებმა უკვე დააწესეს სანქციები უკრაინელ მაღალჩინოსნებზე. ამის გამო და იმ დიპლომატიური წნეხის გამო, რაც პრეზიდენტ იანუკოვიჩზე იქნა განხორციელებული, გუშინ უკრაინული სააქციო ბაზარი გააქტიურდა, ვინაიდან გაჩნდა დაპირისპირების დასრულების მოლოდინი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდის თანახმად, შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისის დასრულების შესახებ ხელი კიევის დროით დღეს 12 საათზე მოეწერება, მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები იანუკოვიჩს, ოპოზიციის ლიდერებსა და რუს მაღალჩინოსნებს შორის 9 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

3.9 პროცენტით გაიზარდა გუშინ უკარაინული აქციების ინდექსი, ხოლო უკრაინული გრივნა,

რომელიც კვირის დასაწყისში გაუფასურდა, სხვა ვალუტებთან მიმართებაში უცვლელი დარჩა. ამ დროისათვის ერთი აშშ დოლარი 8.95 უკრაინულ გრივნად ივაჭრება.

თუმცა, Bloomberg-ის ინფორმაციით, სარგებელი უკრაინის ევრობონდებზე თითქმის 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა 34.72 პროცენტამდე. ყველაზე მეტად სახელმწიფო ფასიანმა ქაღალდებმა 19 თებერვალს იზარალეს, როცა ევრომაიდნის სისხლიანმა დაპირისპირებამ რუსეთის მიერ 15 მილიარდ დოლარიანი ტრანშის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება გადაფარეს.

რუსეთმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ დაფინანსების მეორე რაუნდის ფარგლებში 2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს უკრაინას, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სუვერენული ფონდის მიერ გამოშვებულ ორწლიან ობლიგაციებში პირველი ინვესტიცია უკვე განახორციელა 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით.

“ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მთავრობის მხარდაჭერა უკრაინისადმი დაკავშირებულია მის ამჟამინდელ ლიდერებთან და მათ პოლიტიკურ ორიენტაციასთან, რომელიც შორსაა ევროკავშირისგან. ამიტომ, პოლიტიკური არეულობის გააქტიურების ფონზე, ჩვენ რუსული მხარდაჭერა და მისი 15 მილიარდიანი ტრანში სულ უფრო არასაიმედოდ მიგვაჩნია," - ნათქვამია S&P-ის ანგარიშში.