გასული წლის 9 თვის მანძილზე თბილისის ბიუჯეტში ზონალური შეთანხმების გაცემისთვის 8.2 მილიონი ლარი შევიდა. რაც დაგეგმილზე 1.8 მილიონი ლარით მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა გულისხმობს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდას.
წყარო: ifact.ge