ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული პროგრამების ეკონომიკური ნაწილის შეფასებითი ანალიზი

საარჩევნო პროგრამებით შემოთავაზებული ზოგიერთი მაჩვენებლის შეფასება

• წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს ეკონომიკური პროგრამების წარმოდგენა. როდესაც დავინტერესდი, აღმოჩნდა, რომ სრულად მხოლოდ ორ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალ პოლიტიკურ ცენტრ გირჩს“ აქვთ გამოქვეყნებული ეკონომიკური პროგრამები.

• წარმოდგენილი პროგრამები რეალურად არ ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ძირითადი აქცენტები კეთდება გადასახადების შემცირებაზე და პენსიების ზრდაზე, რითაც ხდება ამომრჩევლის ძირითადი ბირთვის, გადასახადის გადამხდელების და პენსიონერების არარეალური დაპირებებით გულის მოგება. პროგრამებში არ არის გაწერილი ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარება დროსა და რეგიონალურ ჭრილში. პრაქტიკულად ხდება ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირება და არ არის მოცემული, საიდან მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შევსება.

თუ რას გამოიწვევს გადასახადების შემცირება და სოციალური ხარჯების ზრდა, მოგახსენებთ ანალიზში. ნათელი მაგალითისათვის აღნიშნული ანალიზი გაკეთებულია არსებული სტატისტიკური მონაცემებისა და 2016 წლის საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური საიტიდან აღებული მონაცემების თანახმად:

• პროგრამით გათვალისწინებულია გადასახადების შემცირება, კერძოდ:

საშემოსავლო გადასახადი მცირდება 2017 წლისთვის 20%-დან 15%-მდე.

√ 2016 წელს ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადი არის 2,525 მილიონი ლარი და თუ მას შევამცირებთ 5%-ით, მივიღებთ 631 მილიონი ლარით ნაკლებს.

• განაწილებული მოგების გადასახადი მცირდება 2018 წლიდან.

√ უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი, რომელიც მხარდაჭერილ იქნა ფართო მასების და აგრეთვე ბიზნესის მიერ. მიღებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ბიუჯეტს აკლდება 630 მილიონი ლარი.

• აქციზის განაკვეთი მცირდება 25%-ით ნავთობპროდუქტებზე.

√ აღნიშნული გამოიწვევს ამ წყაროდან მიღებული შემოსავლების შემცირებას დაახლოებით 50 მილიონი ლარით. ასევე შესაბამისი პროპორციით გამოიწვევს დღგ-ს შემცირებასაც 10 მილიონ ლარამდე.

• ფიზიკური პირებისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000-დან 90 000 ლარამდე იზრდება.

მცირე ბიზნესის სტატუსის არსებული 100 ათასი ლარის 200 ათასი ლარამდე გაზრდა.

გაიზრდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე.

√ აღნიშნული ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჯამში გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებას დაახლოვებით 80 მილიონი ლარით.

• იზრდება საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი და ნაცვლად 300 ლარისა, გახდება 1500 ლარი.

√ მოსალოდნელია ამ წყაროდან მისაღები შემოსავლების 6 მილიონი ლარით შემცირება.

• პროგრამის მიხედვით 2016 წლის ნოემბერში მოსვლისთანავე პენსიები 50 ლარით გაიზრდება.

√ აღნიშნული 2017 წელს დაახლოებით 475 მილიონი ლარის რესურსს მოითხოვს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ მიმდინარე წლის ივლისიდან უკვე გავზარდეთ პენსია 20 ლარით, რომელიც იყო გათვლილი 6 თვეზე და შეადგენდა 95 მილიონ ლარს. გაისად 12 თვის გათვალისწინებით დამატებით დასჭირდება კიდევ 95 მილიონი ლარი. 475 მილიონ ლარს დავუმატოთ 95 მილიონი ლარი მივიღებთ 570 მილიონ ლარს.

• პროგრამის მიხედვით ხარისხიანისაშუალოგანათლებისუზრუნველსაყოფად 2017 წელსვეიზრდებასასკოლოვაუჩერისღირებულება, სულმცირე 50%-ით.

√ ამ ღონისძიების დაფინანსება წლიურადდამატებით 270მილიონ ლარს საჭიროებს.

• 5 000-ითგაიზრდებაყოველწლიურისახელმწიფოსაგრანტოპროგრამებითდაფინანსებულისტუდენტებისრაოდენობა.

√ 5000 სტუდენტის2250 ლარით სრული დაფინანსების შემთხვევაში წლიურად ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო გახდება 11 მილიონი ლარის გამოყოფა.

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

გადასახადების შემცირებით ბიუჯეტს აკლდება :

√ საშემოსავლო გადასახადი - 631 მილიონი ლარი.

o მოგების გადასახადი - 630 მილიონი ლარი.

√ აქციზის გადასახადი - 50 მილიონი ლარი.

√ დღგ - 10 მილიონი ლარი.

√ მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი და დღგ-ს ზედა ზღვარის აწევა - 80 მილიონი ლარი.

√ საფოსტო გზავნილების ზედა ზღვარის აწევა - 6 მილიონი ლარი.

o ჯამში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს აკლდება 1,407 მილიონი ლარი

o ამის პარალელურად საბიუჯეტო ხარჯები იზრდება:

√ პენსიების ზრდა - 570 მილიონი ლარი.

√ სასკოლო ვაუჩერის ღირებულების ზრდა - 270 მილიონი ლარი.

√ სტუდენტებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ზრდა - 11 მილიონი ლარი.

ჯამში 851 მილიონი ლარი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის დანაკლისის საერთო მოცულობა შეადგენს 2,258 მილიონ ლარს.

√ აღნიშნულის დასაბალანსებლად გვთავაზობენ სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტური ხარჯების შემცირებას 1 მილიარდი ლარით. ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, ვინაიდან 2015 წელს როდესაც ვიხილავდით 2016 წლის ბიუჯეტს ეს საკითხი მათ მიერ იქნა წამოჭრილი. მე მაშინვე დავუფიქსირე და ვთხოვე თუ, რომელი საბიუჯეტო კოდებიდან უნდა მომხდარიყო აღნიშნული თანხის შემცირება, მიუხედავად მრავალჯერადი თხოვნისა მათ არაფერი წარმოუდგენიათ. თუ ეხლაც ვერ წარმოადგინეს ჩავთვლი, რომ ეს განცხადება ემსახურება მხოლოდ პოპულიზმს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ,კიდევაცრომ დააკლდეს ადმინისტრაციულ ხარჯებს 1 მილიარდი ლარი, ბიუჯეტის დისბალანსი მარტივი არითმეტიკით მაინც იქნება 1,2 მილიარდი ლარი.

• პროგრამის მიხედვით, მთავრობის ზომა 33%-დან მცირდება 20%-მდე, რაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

√ ამ მაჩვენებლის დაანგარიშებაში გამოყენებული აქვთ მაკროეკონომიკური პარამეტრების - ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების, არაფინანსური აქტივების ზრდის (ინფრასტრუქტურა) და ვალდებულებების (სესხები) მუხლებით გათვალისწინებული თანხების ჯამის შეფარდება მშპ-სთან და ამ მონაცემის პროცენტულ შემცირებაზე აკეთებენ აქცენტს.

√ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობა არ იცნობს არც ტერმინს „მთავრობის ზომა“და, შესაბამისად, არც მათ მიერ გამოყენებული მისი გაანგარიშების წესს.„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მშპ-სთან არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს. 2016 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენს 29%-ს.

√ გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უნდა შემცირდეს „მთავრობის ზომა“ 20%-მდე, მაშინ როცა ევროპის საშუალო მაჩვენებელი 47,4%-ს, ხოლო ევროზონაში 48,6 წარმოადგენს. მაგალითად:

საფრანგეთი - 56,8%; გერმანია - 43,9%;იტალია - 50,5%; ესტონეთი - 39,5%; ესპანეთი - 43,3%; ლატვია - 37,2%; უნგრეთი - 50,7%; პოლონეთი - 41,5%; რუმინეთი - 35,5%; სლოვენია - 48,0%, ბელორუსი - 37,2%, მოლდოვა - 35,5%, უკრაინა - 44,5%.

• პროგრამის თანახმად, საგადასახადო მიზნებისათვის საგადასახადო ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადა მცირდება 3 წლამდე.

√ ზემოაღნიშნულსმოქმედი კანონმდებლობა 2013 წლიდან უკვე ითვალისწინებს.

• პროგრამის მიხედვით ხდება 500 000 ლარამდე (დღეს არსებული50 000 ლარის ნაცვლად) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაცია. ასეთ შემთხვევაში დავა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება.

√ თუ ვერ ან არ გადაიხდის რამდენად სწორი იქნება ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამ შემთხვევაში? ვფიქრობ აღნიშნული წაახალისებსგადასახადიდან თავის არიდებას და დამალვას.

• იცვლება საგადასახადოინკასოსადანებისმიერისახისყადაღისდადებისწესიმესაკუთრისსასარგებლოდ.

√ ყადაღის ნაწილში აღნიშნულს უკვე ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა დამხოლოდსასამართლოსგადაწყვეტილებით, დავალიანებისპროპორციულადმოხდება. რაც შეეხება ინკასოს, ინკასო იდება მხოლოდ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

• შემოთავაზებულია საპროცენტო შემოსავალზე, უძრავი ქონების გასხვისებაზე გადასახადების გაუქმება.

√ გაუგებარია, თუ რა იგულისხმება ამ დაპირებაში. საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-5 პუნქტით ფიზიკური პირების მიერ საფინანსო ინსტიტუტებში განთავსებული დეპოზიტებიდან მიღებული შემოსავალი ისედაც გათავისუფლებულია გადასახადისგან. რაც შეეხება უძრავი ქონების გასხვისებაზე გადასახადის გაუქმებას, უძრავი ქონების გასხვისებისას გადასახადის განაკვეთი შევამცირეთ ნამეტი ღირებულების 20%-დან 5%-მდე, თუ შეძენიდან გასხვისებამდე არ არის გასული 2 წელი. ვადა მითითებულია იმის გამო, რომ ეს ოპერაცია არ იქცეს ეკონომიკურ საქმიანობად. შესაბამისად აღნიშნული პირები მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უკვე სარგებლობენ საგადასახადო შეღავათით, საგადასახდო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.

• პროგრამით აგრეთვე გათვალისწინებულია აქციზის შემცირება ალკოჰოლურ სასმელებზე ევროპის საშუალო მაჩვენებლამდე.

√ აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგან ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო განაკვეთი ევროპაში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ესტონეთში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 1889 ევროს 100 ლიტრზე, საფრანგეთში - 1730 ევროს, ჩვენთან კი ევროზე გადაანგარიშებით იგი გამოდის დაახლოებით 600 ევრო.

• გაიზრდება დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი. დღგ-ს მხლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან.

√ საქართველოში დღეს მოქმედი დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის 100000 ლარიანი ზღვარი საერთო ევროპულ ზღვართან შედარებით არ არის დაბალი და მისი მოცულობა 38 ათას ევროს ექვივალენტია როდესაც ავსტრიაში ეს ზღვარი 30 000 ევროა, ბულგარეთში- 25 000, დანიაში - 6 720, ლატვიაში - 50 000, ლიტვაში - 45 000, ნორვეგიაში - 5 700 ევრო, პოლონეთში - 36 000 და ესტონეთში 16 000 ევრო თუ არ ჩავთვლით იმ ქვეყნებს სადაც მიუხედავად ბრუნვისა სავალდებულო წესით რეგისტრაცია კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ოფიციალური საიტიდან აღებული მონაცემების თანახმად:

• პროგრამის მიხედვით მთავრობა ვალს არ იღებს და ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 0%.

√ ეს ნიშნავს, რომ:

√ მაგალითად, 2016 წლის მიხედვით უარს ვამბობთ 1,275 მილიონ ლარზე, აქედან 680 მილიონი ლარი არის დონორების მიერ დაფინანსებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი, 30-მდე ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების აღდგენა-რეაბილიტაცია (ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ა.შ.), ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ სათხილამურო გზები და სხვა.

√ გამოდის, რომ უარი უნდა ვთქვათ და გავაჩეროთ ისეთი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, დასაქმების ზრდას და ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას.

√ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალის აღების 55%-მდე შეადგენს საინვესტიციო საგარეო (ე.წ. ხარჯზე მიბმული) კრედიტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული საინვესტიციო პროექტის შესრულების მიზნებისათვის, ხოლო 30%-ზე მეტი შეადგენს საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ, ხელსაყრელი პირობებით აღებულ კრედიტებს, რომელთა ჩამორიცხვაც თავის მხრივ დაკავშირებულია სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებაზე. ამ ტიპის კრედიტებს თავის მხრივ თან ახლავს ტექნიკური დახმარებები, რომლებიც რეფორმების მიმდინარეობის ეფექტიანობისათვის ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

√ შესაბამისად ვალის არ აღების შემთხვევაში შემცირდება კაპიტალური/საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ასევე უარყოფითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

√ კრედიტები ხმარდება იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ და აჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. თუ შევამცირებთ ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შესაბამისად შემცირდება ეკონომიკური ზრდაც.

√ ამასთანავე, სესხები არის უცხოური ვალუტის შემოდინების და რეზერვების შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო.

• პროგრამის თანახმად საშემოსავლო, მოგების და იმპორტის გადასახადები უქმდება და მათი განაკვეთი იქნება 0%, ხოლო სხვა გადასახადების განაკვეთი რჩება უცვლელი.

√ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2016 წლის ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადი - 2,525 მილიონი ლარი, მოგების გადასახადი - 980 მილიონი ლარი, იმპორტის გადასახადი - 75 მილიონი ლარი და დავუმატებთ მთავრობის მიერ დაგეგმილ მოსაზიდ სახსრებს 1,275 მილიონ ლარს, ამ წყაროებიდან ბიუჯეტს დააკლდება 4,855 მილიონი ლარი.

√ ამ შეთავაზებების უკან, რასაც გადასახადების გაუქმება ჰქვია არ არის განმარტებული რეალურად თუ რას გამოიწვევს ბიუჯეტის თითქმის განახევრება. მიგვაჩნია, რომ გადასახადების გაუქმება განაპირობებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირების აუცილებლობას, რასაც მოჰყვება სახელმწიფოს მიერ აღებული მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის სოციალური ვალდებულებების დაფინანსების მნიშვნელოვანი შემცირება. მაგალითად, შემცირდება პენსიები, სოციალური პროექტების დაფინანსება და ა.შ.

√ ამ რადიკალური ქმედებების გასამართლებლად მოყავთ ის არგუმენტი, თითქოს მოხდება ეკონომიკური ზრდა, რასაც ვერ დავეთანხმები. მხოლოდ გადასახადების გაუქმება საკმარისი არ არის ეკონომიკის ზრდისათვის. ეკონომიკის ზრდაზე მოქმედებს უამრავი სხვა ფაქტორები. ასევე, ხარჯების შემცირება გამოიწვევს მოხმარების შემცირებასაც, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის ვარდნას შეუწყობს ხელს.

• პროგრამის მიხედვით, მთავრობის ზომა 35%-დან მცირდება 20%-მდე, რაც ეტაპობრივად მოხდება.

√ ამ მაჩვენებლის დაანგარიშებაში გამოყენებული აქვთ მაკროეკონომიკური პარამეტრების - ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების, არაფინანსური აქტივების ზრდის (ინფრასტრუქტურა) და ვალდებულებების (სესხები) მუხლებით გათვალისწინებული თანხების ჯამის შეფარდება მშპ-სთან და ამ მონაცემის პროცენტულ შემცირებაზე აკეთებენ აქცენტს.

√ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობა არ იცნობს არც ტერმინს „მთავრობის ზომა“ და, შესაბამისად, არც მათ მიერ გამოყენებული მისი გაანგარიშების წესს. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მშპ-სთან არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს. 2016 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენს 29%-ს.

√ გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უნდა შემცირდეს „მთავრობის ზომა“ 20%-მდე, მაშინ როცა ევროპის საშუალო მაჩვენებელი 47,4%-ს, ხოლო ევროზონაში 48,6%-ს წარმოადგენს. მაგალითად:

√ საფრანგეთი - 56,8%; გერმანია - 43,9%; იტალია - 50,5%; ესტონეთი - 39,5%; ესპანეთი - 43,3%; ლატვია - 37,2%; უნგრეთი - 50,7%; პოლონეთი - 41,5%; რუმინეთი - 35,5%; სლოვენია - 48,0%, ბელორუსი - 37,2%, მოლდოვა - 35,5%, უკრაინა - 44,5%.

• ეროვნული ვალუტის ფიქსირებული კურსი აშშ დოლართან ან ევროსთან მიმართებაში.

√ ფიქსირებული კურსის შენარჩუნებას სჭირდება დიდი სავალუტო რეზერვები. ფიქსირებული კურსის შენარჩუნებას მიმდინარე კრიზისის დროს ცდილობდნენ აზერბაიჯანში, ყაზახეთში და რუსეთში. ამ მცდელობამ უამრავი სავალუტო რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტა ნაკლებად მტკივნეულად რეაგირებს გარე შოკებზე, რაც ნათლად გამოჩნდა ჩვენს მიერ აღნიშნული ქვეყნების მაგალითებზეც.

• პროგრამა ითვალისწინებს ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ანუ ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი.

√ ამ დროს არ ჩანს, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი არ ან ვერ იხდის? რა ზომები უნდა იქნას მიღებული? ჩემი აზრით, ეს წაახალისებს გადასახადიდან თავის არიდებას და დამალვას.

• ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვის გართულება და შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშიდან ფულის მოჭრის გართულება.

√ ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და დავალიანების პროპორციულად ხდება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს.

პაატა კვიჟინაძე

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი

ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

თავმჯდომარის პირველი მოადგილე