ქიბარ ხალვაშის და, დეპუტატი ფატი ხალვაში მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ რიგებიდან არის წარდგენილი.
2016 წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფატი ხალვაში ბათუმში 35 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და იმავე მისამართზე მდებარე 35 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.
დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატს „ბანკი ქართუს“ სახელფასო ანგარიშზე 5 090 ლარი; ,,თიბისი ბანკისა“ და „ რესპუბლიკა ბანკის“ ანაბარზე 100-100 დოლარი; „თიბისი ბანკის“ საკრედიტოზე კი 11 331 დოლარი ერიცხებოდა. ამასთან, ნაღდი ფულადი თანხის სახით, 4 000 ევრო და 7 000 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ფატი ხალვაშს „თიბისი ბანკში“ 40 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომლის წლიურმა გასავალმაც 7 920 დოლარი შეადგინა.
ფატი ხალვაშს ჰყავს მეუღლე ნუგზარ ყურშუბაძე და შვილი ზვიად ყურშუბაძე. დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნუგზარ ყურშუბაძე ფლობს 50 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; იმავე მისამართზე მდებარე 50 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; 360 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში; ამავე მისამართზე მდებარე ჯამში 7 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს.
მასვე ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო მოტორიზებული ტექნიკა - KHTZ T-150K, 1988, SZ933. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულადი თანხის სახით ნუგზარ ყურშუბაძეს 2 500 დოლარი ჰქონდა. მის სახელზეა რეგისტრირებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლის წლიურმა შემოსავალმა 2 125 ლარი შეადგინა. შვილს ზვიად ყურშუბაძეს კი დეკლარაციის შევსების მომენტში „თი-ბი-სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 50 ლარი, ხოლო „რესპუბლიკა ბანკის“ სახელფასოზე 150 ლარი ჰქონდა.