6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4604 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4289 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.15 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 7 მარტისთვის 2.6048 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.67 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 7 მარტისთვის 0.6630 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6578 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 7 მარტისთვის 3.0160 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 2.9824 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 3.36 შეადგინა.