ინტერნეტ რეკლამის ტრენდები - ვიდეოდან ვირტუალურ რეალობამდე

ინტერნეტ რეკლამის მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება რეკლამის ამ სფეროში არსებული ტენდენციებიც.

ინტერნეტ მარკეტინგის წამყვანი სპეციალისტების პროგნოზით, უახლოეს მომავალში ინტერნეტ რეკლამის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მოთხოვნას სახეობას - ბანერულ რეკლამას ვიდეორეკლამა ჩაანაცვლებს.

მარკეტოლოგთა განცხადებით, „სჯობს ერთხელ ნახო, ვიდრე ასჯერ წაიკითხო“. მათივე მტკიცებით, ბევრი პროდუქტი ვიდეორეკლამაში უფრო მიმზიდველად გამოიყურება და შესაბამისად, პოტენციურ მკყიდველს უფრო უადვილებს გადაწყვეტილების მიღებას. ვიდეორეკლამის პოპულარობა მსოფლიოს სარეკლამო ბაზარზე სულ უფრო სწრაფად იზრდება. კომპანია Strategy Analytics-ის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის მობილური ვიდეოს აუდიტორია 2 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება, რეკლამისდამკვეთები კი სულ უფრო მეტ ბიუჯეტს მიმართავენ სმარტფონების და ტაბების მომხმარებელთა დასაპყრობად.

კომპანიის ანალიტიკოსის ვეი შის განცხადებით, მოგების ზრდა ყველაზე მეტად მოსალოდნელია კონტენტ რეკლამის სფეროში.

„უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ბრენდების მიერ დასპონსორებული კონტენტის ბიუჯეტი წლიურად 28%-ით გაიზრდება. 2021 წლისთვის კი მობილური ვიდეორეკლამის სექტორში შემოსავლების მოცულობა 25 მილიარდ დოლარს მიაღწევს“, - აღნიშნავს ვეი ში.

Strategy Analytics-ის მონაცემებით, მობილური ვიდეორეკლამის ზრდით უკვე გამოირჩევა ჩრდილოეთ ამერიკა და დასავლეთ ევროპა.

მკვლევართა განცხადებით, მომხმარებლისთვის ვიზუალური აღქმა ხმაზე მნიშვნელოვანია. LittleThings-ის მონაცემებით, 30-წამიანი სარეკლამო ვიდეორგოლების 85%-ის ნახვა ხმის გარეშე ხდება.

ვირტუალური რეალობა

ვირტუალური რელობის ტექნოლოგია და 360-გრადუსიანი ვიდეობი გასული წლიდან მოყოლებული ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ ტრენდად რჩება. სარეკლამო მიზნებისთვის VR-ის გამოყენება რეკლამის დამკვეთებმა და შემქმნელებმაც აქტიურად დაიწყეს.

ანალიტიკოსთა მტკიცებით, ამ ფორმატში გადაღებული რეკლამა უკვე ბევრად უსწრებს ტრადიცულ ვიდეორეკლამას. შესაბამისად, მათი პროგნოზით, 360-გრადუსიანი ვიდეორეკლამები თანდათან სულ უფრო დაიპყრობს ინტერნეტ რეკლამის ბაზარს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც პროდუქციის რეკლამირებისთვის VR ტექნოლოგიით გადაღებული რეკლამა გამოიყენა, კომპანია „იკეა“ იყო, რომელმაც სწორედ ამ ფორმატში გამოუშვა ახალი კატალოგი. „იკეას“ ვიდეორეკლამის შემდეგ, მალევე გამოუვიდა 360-გრადუსიან ფორმატში გადაღებული რეკლამა ავიაკომპანია Etihan Airways-მა. რეკლამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ავიაკომპანიის კუთვნილი Airbus A380-ით უნიკალური მოგზაურობის მონაწილე გახდეს.

სპეციალისტთა განცხადებით, VR ტექნოლოგიით გადაღებული რეკლამები საუკეთესო ტურისტული ბიზნესისთვის.

კომპანია NewsWhip-ის მონაცემებით, 360-გრადუსიან ვიდეორეკლამებს ტრადიციული ვიდეორეკლამაზე 55%-ით მეტი ნახვა აქვს.