საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
ახალი შენობაც კოსტავას 68#-ში, იმავე ტერიტორიაზე აშენდება, რა მისამართზეც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე კორპუსია განთავსებული.
შენობასთან დაკავშირებით საუბარია არხის ახალი მენეჯმენტის სამოქმედო გეგმაშიც. მასში აღნიშნულია, რომ ახალი შენობის პროექტირების პროცესი დაიწყება უახლოეს მომავალში.
აღნიშნულთან დაკავშირებული ტენდერი სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება.