7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4596 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4604 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.08 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 8 მარტისთვის 2.6003 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6048 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.45 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 8 მარტისთვის 0.6671 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6630 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 8 მარტისთვის 2.9990 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0160 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.70 შეადგინა.