ღვინითა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს ალბათ გახსოვთ, რომ ბოლო წლების მანძილზე რუსეთის ხელისუფლებამ, მოლდოვასთან გართულებული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მოლდოვური ღვინის იმპორტი აკრძალა. ეს საკმაოდ დიდი დარტყმა აღმოჩნდა მოლდოვური მეღვინეობისთვის, რადგან ადგილობრივი ღვინით მოვაჭრეები ათწლეულების მანძილზე ძირითად გათვლას სწორედ რუსულ ბაზარზე აკეთებდნენ.
ბოლო პერიოდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მარტის დასაწყისში მოლდოვის ღვინის 13 საწარმოდან უმრავლესობა რუსეთში ღვინის მიწოდების აღდგენას, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის შეძლებს. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გააგრძელეთ კითხვა