უმსხვილესმა რუსულმა ბანკმა უკრაინაში დაკრედიტება შეაჩერა

რუსულმა ”სბერბანკმა” უკრაინაში სესხების გაცემა შეაჩერა, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ბანკის ხელმძღვანელმა, გერმან გრეფმა განუცხადა.

”ოპერაციები დროებით შეჩერებულია. არც კომპანიებსა და არც მოქალაქეებს ამ ოპერაციებისთვის არ სცხელათ”, - განაცხადა გრეფმა. ამასთან, დასძინა, რომ მსხვილ კლენტიებზე, რომელთა ფინანსური მდგომარეობა კითხვის ნიშნებს არ იწვევს, ბანკი სესხების გაცემას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც ”სბერბანკის” მმართველმა განაცხადა, დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილება წუხელ მიიღეს.

როგორც გრეფმა აღნიშნა, ”სპერბანკს” დღეისთვის ბალანსზე უკრაინის სუვერენული ვალდებულებები არ გააჩნია. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ”სბერბანკისა და ”ვითიბის” სინდიცირებული კრედიტი, 750 მილიონი დოლარის მოცულობით, დაფარა, ახალი სესხის ასაღებად არ მიუმართავს.