ალესა და გარდაბანში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ვალესა და გარდაბანში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „გარდაბანი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები „LYRICA“ (627 აბი), ALPRAZOLAM (652 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ACETAMINOFEN KODEINE-EXIR“ (20 აბი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.