"თანაინვესიტრების ფონდმა" "პანორამა თბილისის" განხორციელება უკვე დაიწყო. კერძოდ, სამსაფეხურიანი კომპლექსის მშენებლობა "თავისუფლების მოედანზე," პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან უკვე მიმდინარეობს.
პროექტის პირველი საფეხური "თავისუფლების მოედანთან" "მარიოტის" საერთაშორისო ქსელის სასტუმროს აშენებაა, რომლის დასრულებაც 2018 წელს იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ დოლარს შეადგენს.
"პანორამა თბილისის" მეორე საფეხურიც სასტუმროს მშენებლობას მოიცავს, რომელიც ასევე "მარიოტის" საერთაშორისო ქსელის იქნება და სოლოლაკის ქედზე აშენდება. მისი მშენებლობა ამჟამად საწყის ეტაპზეა და 2019 წელს დასრულება იგეგმება. მისი საინვესტიციო მოცულობა 200 მლნ დოლარს შეადგენს.
პროექტის მესამე საფეხური კი რეკრეაციაა, რომლის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები თაბორის ქედზე მიმდინარეობს. პროექტი, რომელშიც 60 მლნ დოლარი ინვესტიცია ჩაიდება, სავარაუდოდ, 2018 წელს დასრულდება.
"თანაინვესტირების ფონდის" ინფორმაციით, 400 000 კვ.მ ფართობზე თაბორის რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
ფონდში ასევე განმარტავენ, რომ "პანორამა თბილისის" განხორციელება გრძელდება და პროექტზე სამუშაოები არ შეჩერებულა.
მარიამ მენაბდიშვილი
წყარო ALLNEWS