ინდოეთის შტატ უტარ პრადემში მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა - 800 000-მა მოხალისემ 24 საათის განმავლობაში 50,4 მილიონი ხე დარგო.
წინა რეკორდი 2013 წელს პაკისტანში დამყარდა, სადაც 24 საათის განმავლობაში 847 275 ხე დარგეს.
ახალგაზრდა ნარგავების 80%-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა კულტივირებული იყო ადგილობრივ სანაშენეებში და შტატის მასშტაბით 6 000-ზე მეტ ადგილზე დაირგო.
ხეების მასობრივი დარგვა განხორციელდა ინდოეთის მთავრობის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილების პრობლემას უკავშირდება. აღნიშნული ძალისხმევა წარმოადგენს ინდოეთის ერთგულებას პარიზის კლიმატის კონფერენციაზე მიღებული დადგენილებებისადმი. კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში ინდოეთმა ვალდებულება აიღო, ქვეყნის ტერიტორიის 12%-ზე 6 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯოს ტყის მასივების აღდგენაზე და 29%-მდე მიიყვანოს ტყის მასივით დაფარვის ჯამური რაოდენობა.
„მსოფლიომ გაიაზრა, რომ სერიოზული ძალისხმევაა საჭირო ნახშირჟანგის გამოყოფის შესამცირებლად, რათა შემსუბუქდეს გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენა“, - განაცხადა უტარ პრადეშის შტატის მინისტრმა ახილეშ იადავმა.