2016 წელს სიმთვრალის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობა ვადაზე ადრე 2 010 მძღოლს დაუბრუნდა

2016 წელს ჩამორთმეული მართვის მოწმობა ვადაზე ადრე 2010 მძღოლს დაუბრუნდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო მართვის მოწმობა 23515 პირს ჩამოართვეს. სტატისტიკის თანახმად, 2010 მძღოლის მიმართ, საპატრულო პოლიციამ დისკრეციული უფლება გამოიყენა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 700-ლარიანი ჯარიმით შეუცვალა, რომლის გადახდის შემდეგაც პირი მართვის მოწმობას ვადაზე ადრე იბრუნებს.