კონკურენციის სააგენტომ „აიპლუსის“ საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო (R)

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, „აიპლუსის“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე სააგენტომ უარი თქვა - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტოში შპს ,,აიტექნიკმა” შპს ,,აიპლუსის” წინააღმდეგ 2 საჩივარი შეიტანა, ორივე საჩივარი კონკურენციის სააგენტომ წარმოებაში მიიღო, ამის საპასუხოდ, შპს ,,აიპლუსმაც” შეიტანა საჩივარი აიტექნიკის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც კონკურენციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, საქმის განხილვაში მისაღებად, მხარეს უნდა ადგებოდეს ზიანი და მასვე უნდა ჰქონდეს მტკიცებულებები ამ ზიანის დასადასტურებლად, რაც ამ შემთხვევაში არ დადასტურდა.

რაც შეეხება აიტექნიკის საჩივარს, კონკურენციის სააგენტოში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს შპს აიტექნიკის საჩივრის განხილვა, საჩივარი ეხება შპს ,,აიპლუსის “ მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლინებასა და მის სავარაუდო მონაწილეობას კარტელურ გარიგებაში სხვა კომპანიებთან. არსებული საჩივარი კონკურენციის სააგენტომ განხილვაში მიიღო, დაწყებულია საქმის შესწავლა და უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს დასკვნას ამ საკითხის შესახებ.

კონკურენციის სააგენტოს განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე:

http://competition.ge/ge/page4.php?b=544