ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5111 ლარი გახდა

10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5111 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4767 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.44 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 11 მარტისთვის 2.6650 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6149 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.01 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 11 მარტისთვის 0.6688 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6598 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.90 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 11 მარტისთვის 3.0540 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0092 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 4.48 შეადგინა.