ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის სააგენტოს (NASA) მიერ ჩატარებული ექსპერტიმენტით დამტკიცდა, რომ კარტოფილისა და სხვა საკვების პლანეტა მარსზე მოყვანა რეალურად შესაძლებელია.
ნასა-ს მეცნიერებმა და პერუს საერთაშორისო კარტოფილის ცენტრმა ერთად განახორციელეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც შექმნეს მარსის ზედაპირის მსგავსი ექსტრემალური პირობების ნიადაგი. ყველაფერი განხორციელდა რაკეტის გასაშვებ ყუთში, სადაც მარსის იდენტურ ტემპერატურაზე, დღისა და ღამის ციკლზე, აირებზე და ჰაერის წნევაზე ექსპერიმენტის ავტორებმა მიწის განაყოფიერება სცადეს.
ScienceAlert-ის ინფორმაციით, პირველადი შედეგები პოზიტიური გამოდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარტოფილის გაზრდა მარსის მსგავს პირობებში შესაძლებელია.
2015 წელს ნასა-მ პერუში შექმნა ლაბორატორია-სათბური, რომელში არსებული ნიადაგისა და ტემპერატურის პირობებიც მარსის გარემოსთან მაქსიმალურად არის მიახლოებული. როგორც მაშინ ნასა-ს სპეციალისტები აცხადებდნენ, კარტოფილის ზრდის პროცესის დაჩქარება ნახშირორჟანგის გაზის დონის მატებით არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი ვერსიით, ექსპერიმენტისკენ ავტორებს ფილმმა "მარსიანელი" უბიძგა. ფილმის სიუჟეტის თანახმად, მარსზე მარტო დარჩენილმა ფილმის მთავარმა გმირმა კარტოფილის მოყვანა შეძლო.