„ფეისბუქმა“ კიდევ ერთი ახალი სერვისი ჩაუშვა, რომლის მეშვეობით სოციალური ქსელის მომხმარებლები სამსახურის პოვნას შეძლებენ, დასაქმებულები კი სასურველი თანამშრომლის მოძებნას.
ვაკანსიების სერვისი დამსაქმებლებს სპეციალურ განყოფილებაში ვაკანსიების გამოქვეყნების, ხოლო დასაქმების მაძიებლებს ვაკანსიაზე გამოხმაურებს საშუალებას მისცემს.
ვაკანსიებისთვის მობილურ აპლიკაციებსა და საიტზე შეიქმნება სპეციალური სექცია. გამოქვეყნებულ ვაკანსიას ყველა ის მომხმარებელი ნახავს, რომლებიც კომპანიის გვერდს სტუმრობენ ან ეს გვერდი აქვთ მოწონებული. როდესაც სამუშაოს მაძიებელი ვაკანსიას გამოეხმაურება, სისტემა ავტომატურად მიაწვდის დამსაქმებელს თქვენს მონაცემებს - განათლებას, სამუშაო ისტორიას, რაც თქვენი „ფეისბუქის“ გვერდზე საჯაროდ გაქვთ გამოქვეყნებული. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს “apply now” და მოკლედ მოყვეთ თქვენს შესახებ. აღსანიშნავია, რომ სისტემა არ იძლევა რეზიუმეს ატვირთვის შესაძლებლობას.
სამუშაოს მაძიებლებს ასევე აქვს საშუალება პოტენციურ დამსაქმებელს „მესინჯერის“ მეშვეობით კითხვები დაუსვან.
ვაკანსიების სერვისის ტესტირება „ფეისბუქმა“ გასული წლის შემოდგომით დაიწყო. თუმცა ოფიციალურად სერვისი აშშ-ში პირველად რამდენიმე კვირის წინ ჩაეშვა. მოგვიანებით „ფეისბუქი“ სერვისის ჩაშვებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.