სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს შეხვდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე 15 მარტს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან იუწყებიან, შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით, პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.

მათივე განცხადებით, სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

სააგენტოს ცნობით, მორიგი შეხვედრა 29 მარტს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. 2016 წელს ამ ფორმატში სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა 15 მარტს, 15 საათზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) ჩატარდება. შეხვედრაზე დასწრების მსურველები 13 მარტის ჩათვლით უნდა დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge