ილონ მასკი ენერგო პრობლემის გადაჭრას 100 დღეში აპირებს

კომპანიების Space X-ისა და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სამხრეთ ავსტრალიის შტატის ენერგო პრობლემის გადაჭრას 100 დღეში გეგმავს.

მასკი შტატის მაცხოვრებელთა ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის, 100 მეგავატ/საათის სიმძლავრის მზის ბატარეების დამონტაჟების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული გეგმა მან IT-კომპანია Atlassian-ის ერთ-ერთ დამაარსებელს, მაიკ კენ-ბრუქს უკვე გააცნო. თავის მხრივ, ბრუქსი მასკს აღნიშნული გეგმის განხორციელების პროცესში ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Tesla, ან მოაგვარებს ამ შტატის ელექტროფიცირების საკითხს 100 დღის განმავლობაში, ან მზის ბატარეებს აჩუქებს მას.

სამხრეთ ავსტრალიის შტატს ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, რის გამო უკანასკნელი თვეების განმავლობაში დენი ხშირად ითიშება.

ამ გარემოებამ მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.

ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ილონ მასკის შეთავაზებას სხვა ენერგოკომპანიების პროექტების პარალელურად განიხილავს.

წყარო ALLNEWS