ფილარმონია, მერია, მეტროსადგურები - ეს იმ ლოკაციების არასრული ჩამონათვალია, სადაც დედაქალაქის მერია მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობას გეგმავს.
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ კუთხით თბილისში მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულდა.
„მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობა ქალაქის ყველაზე დატვირთულ 10 ადგილში იგეგმება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულებულია.
პარალელურად მზადდება დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. საუკეთესო წინანდადების მქონე კომპანიებს კი მრავალსართულიანი პარკინგების აშენების შესაძლებლობა მიეცემათ“, - აცხადებს ნარმანია.
მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა - რკინიგზის სადგურთან, ფილარმონიასთან, ისნის მეტროს მიმდებარედ, მერიასთან, მეიდანზე, მეტრო "ახმეტელთან" და სხვა ადგილებში იგეგმება.