მოთხოვნამდე დეპოზიტები 368 მილიონი ლარით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა პირველი თებერვლისთვის, წინა თვესთან შედარებით 32.6 მილიონი ლარით ანუ 2.4 %-ით შემცირდა და 9.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მოთხოვნამდე დეპოზიტები 368.1 მილიონი ლარით, ანუ 8.2 %-ით შემცირდა, სამაგიეროდ, 135.5 მილიონი ლარით, ანუ 2.6 %-ით გაიზარდა ვადიანი დეპოზიტები.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ერთი თვის განმავლობაში პირველი თებერვლისთვის 2.46%-ით გაიზარდა და 62.31 პროცენტი შეადგინა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 6.2 %-ით განისაზაღვრა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.3 %-ით.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.0 პროცენტი შეადგინა.