ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4854 ლარი გახდა

14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4854 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში1.98 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 15 მარტისთვის 2.6440 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6735 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.95 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 15 მარტისთვის 0.6630 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6687 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 15 მარტისთვის 3.0138 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0609 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 4.71 შეადგინა.