ბათუმის ჯაზ-ფესტივალის დღეებში - 27-დან 30 ივლისის ჩათვლით VIP პაკეტის ფასი 1 500 დოლარი იქნება.
როგორც ფესტივალის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაკეტი შეიცავს ბათუმის 4 ბრენდირებულ სასტუმროში - „შერატონი“; „ჰილტონი“; „რედისონი“ და „ინტურისტი“ ოთხ ღამეს 2 ადამიანზე, საუზმეს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბსა და კლუბ Take Five-ში გამართული ყველა კონცერტის ორ-ორ ბილეთს.
რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე 27-30 ივლისს გაიმართება. 2017 წლის ბათუმის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: "ჯემიროქვაი", Joss store, De la soul, Cory henry and The funk apostle, Mr robot's.
ჯემიროქვაის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება - 250 ლარი იქნება; DE LA SOUL-ს - 150 ლარი; ხოლო JOSS STONE-ს კონცერტის ბილეთი - 100 ლარი ეღირება.
3 კონცერტზე დასასწრები აბონემენტის შეძენა კი 400 ლარად არის შესაძლებელი.