ყველაზე დიდი მოთხოვნა მენეჯერებზეა, თუმცა, მიწოდებაში ძიძები ლიდერობენ

კომპანიების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნად პოზიციას შორის მენეჯერი, კონსულტანტი და მოლარე ლიდერობს, - შესაბამისი კვლევა იანვარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა.

მეოთხე ადგილზე სამედიცინო წარმომადგენელია, მეხუთეზე - მიმტანი, მეექვსეზე - დამლაგებელი.

კომპანიებისთვის საჭირო კადრები აღმოჩნდნენ: პედაგოგები, ბუღალტრები, მცხობელები და გამყიდველებიც.

რაც შეეხება მიწოდებას, საზოგადოების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი პოზიციების სამეულში ძიძა, ბუღალტერი და დამლაგებელი აღმოჩნდნენ. მათ მოყვება მიმტანი, მზარეული და დამხმარე. მეშვიდე ადგილი მომვლელს უკავია, მერვე - თარჯიმანს, მეცხრე  - მძღოლს. ბოლო პოზიციაზე კი კონსულტანტია.

კვლევის ფარგლებში ინფორმაცია დასაქმების ვებ-გვერდებიდან: www.myjobs.ge, www.hr.ge, www.jobs.ge, www.saqme.ge-დან მოიძიეს.