ლეონიდ ჩერნოვეცკი 10 000 ლარით დააჯილდოვებს მათ, ვინც 80 წლის ქალის დაყაჩაღებაში მონაწილეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

უკრაინელი ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი 10 000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც 80 წლის ქალის მძარცველებზე ინფორმაციას მიაწვდის.

ამის შესახებ ბიზნესმენი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

საუბარია 13 მარტს, თბილისში, სანზონაში მომხდარ ფაქტზე. 80 წლის ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. თავდამსხმელებმა სახლიდან სამი ათასი დოლარი წაიღეს. რაც შეეხება დაზარალებულს, მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა.

„რა ნაძირალა უნდა იყო, რომ მოხუცს თავს დაესხა, სცემო და ბოლო ფული წაართვა! ნუთუ ქართველები მოხუცების პატივისცემისა და თანაგრძნობის ტრადიციებს კარგავენ?!

ჩემი გვერდის ძვირფასო სტუმრებო, თუ რომელიმე თქვენგანი ფლობს დეტალურ ინფორმაციას ამ საშინელი შემთხვევის და ამ ქალბატონის საჭიროებების შესახებ, - მე მზად ვარ, მას დახმარება გავუწიო და ვაწესებ ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით, ვინც მოგვცემს ამ მოძალადეების შესახებ ინფორმაციას. მოწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს გაცემის პირობები გამოქვეყნდება უახლოესი 5 დღის განმავლობაში", - წერს ჩერნოვეცკი „ფეისბუქზე“.