საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის თებერვალში 148 ლარითა და 90 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 60 თეთრით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, გასული წლის თებერვალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა.
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის თებერვალში 282 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც იანვრის თვის მაჩვენებელზე 3 ლარითა და 20 თეთრით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე კი 8 ლარითა და 40 თეთრით მეტი.
საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა მიმდინარე წლის თებერვალში 168 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 80 თეთრით მეტი, ხოლო გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 4 ლარითა და 90 თეთრით მეტია.
ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი თებერვლის თვეში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი - 148 ლარი 90 თეთრი, ორსულიანი ოჯახი - 238 ლარი და 30 თეთრი, სამსულიანი ოჯახი - 268 ლარი და 10 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახი - 297 ლარი და 90 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი - 297 ლარი და 90 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი - 396 ლარი და 20 თეთრი.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.