ბიომეღვინეობის გერმანული კავშირის „ეკოვინ ბადენ“ მიერ ორგანიზებულ სემინარზე „ახალი გზები ბიომეღვინეობაში“, ქართულმა მხარემ ქართული ღვინის ტრადიციული ტექნოლოგიების შესახებ მოხსენება გააკეთა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, დავით ჩიჩუასთან (ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი) და მაია მირველაშვილთან (მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის თანამშრომელი) ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სპეციფიკისა და ტრადიციული ტექნოლოგიების გერმანული მხარისთვის გაცნობა გახლდათ.
სემინარის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული, მათ შორის ქვევრის ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. იხილეთ გაგრძელება