რუსეთში 20 ტონა დაფნა ექსპორტზე მარტის ბოლოდან გავა.
ევროპის მეწარმეთა ქსელისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შპს ”გარიასა” და რუსულ კომპანიას შორის ხელშეკრულება რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა.
როგორც კომპანიის დირექტორი მალხაზ სიმონიშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, დაფნის ექსპორტი რუსეთში პერმანენტულად განხორციელდება. მისივე თქმით, რუსეთში პირველ ეტაპზე 20 ტონა დაფნა გაიგზავნება. პროდუქტი იულიანოვსკის ოლქის ქსელში გაიყიდება. მალხაზ სიმონიშვილის თქმით, ექსპორტზე გასაგზავნი პროდუქტის ღირებულება 33 ათას 180 დოლარია.