მომხმარებლებთან წვდომა და მათი მიზიდვა, როცა ისინი კარგ განწყობაზე არიან, ზოგადად რეკლამის ეფექტურობას 24%-ით, ინერტენტ რეკლამის ეფექტურობას კი 40%-ით გაზრდის.
Yahoo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელი და ბრიტანელი მომხმარებლები ყველაზე კარგ განწყობაზე არიან დილის 11 საათიდან 2 საათამდე. ანალიტიკოსთა განცხადებით, სწორედ ეს პერიოდია ოპტიმალური დრო ინტერნეტ რეკლამირებისთვის.
კვლევის მიხედვით, კვლევაში მონაწილე მომხმარებელთა 71% დააკლიკებს ან წაიკითხავს ინტერნეტ რეკლამას, თუ რეკლამა ასახავს იმას, რითი მომხმარებელი იმ მომენტშია დაკავებული, 67% იგივეს გააკეთებს, თუ რეკლამა ასახავს იმ განწყობას, რაც მომხმარებელს იმ მომენტში აქვს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, როდესაც მომხმარებლები კარგ განწყობაზე არიან, მათ 30%-ით მეტჯერ უჩნდებათ ბუნებრივი ე.წ. ნეითივ რეკლამის ნახვის სურვილი, 28%-ით მეტჯერ კონტენტ მარკეტინგის სტატიების ნახვის, 21%-ით მეტჯერ კი პირდაპირი მარკეტინგის სტატიების ნახვის სურვილი.
კვლევის ფარგლებში Yahoo-მ 18 000 მონაცემი გამოიყენა. კვლევა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და კანადაში ჩატარდა.