მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრთა გადაყვანა დროებით შეჩერებულია

მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრთა გადაყვანა დროებით შეჩერებულია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ იუწყებიან, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. თუ რა სახის ტექნიკური ხარვეზია, კომპანიაში არ აკონკრეტებენ. „ახმეტელისა“ და „სარაჯიშვილის“ სადგურებზე მოძრაობის აღდგენის მიზნით ადგილზე უკვე იმყოფება ტექნიკოსთა ჯგუფი.

კომპანიაში ასევე ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის აღდგება აღნიშნულ მეტროსადგურებში მგზავრთა გადაყვანა.

მეტროპოლიტენის აღნიშნულ ორ სადგურზე ტექნიკური ხარვეზი 13:35 საათზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოძრაობა შეჩერდა.

მეტროპოლიტენი მგზავრთა გადაყვანას მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილამდე“ და პირიქით, ახორციელებს.