საჯარო სექტორში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების უმეტესობას ავტომობილები ემსახურება, რომელთა შეძენა, მოვლა და საწვავის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საზოგადოება ხელისუფლებას ძვირადღირებული ავტომობილების შეძენისა და მასზე გაწეული ხარჯების გამო ხშირად საყვედურობს ხოლმე. Allnews.ge დაინტერესდა, თუ რომელ საჯარო სტრუქტურებს აქვს ყველაზე დიდი ავტოპარკი. budgetmonitor-ზე გამოქვეყნებული 2016 წლის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ აღნიშნულ ინფორმაციას:
რაც შეეხება საწვავის ხარჯებს, budgetmonitor-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 307 935 ლარი დახარჯა გასულ წელს. გარემოს დაცვის სამინისტრომ 285 950 ლარი, ეკონომიკის სამინისტრომ 118 972, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 144 261 ლარი და ა.შ.
1. სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 100 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი - 307 935 ლარი;
2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - 70 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი- 285 950 ლარი;
3. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 63 ავტომობილი, საწვავის წლიური ხარჯი - 164 448 ლარი; იხილეთ გაგრძელება