ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5039 ლარი გახდა

16 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5039 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4910 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.29 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 17 მარტისთვის 2.6844 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6454 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.90 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 17 მარტისთვის 0.6839 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6678 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 1.61 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 16 მარტისთვის 3.0703 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0348 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 3.55 შეადგინა.