სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, 14 მარტს არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 14 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტი (1000 ღერი) და ალკოჰოლური სასმელი კონიაკი (4,5 ლიტრი) აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, ამასთან სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა.